14:11 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 16:25:43, 2604 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი ოფიციალურ ვაშინგტონს აფრთხილებს, სირიაში „უპასუხისმგებლო ქმედებებისგან“ თავი შეიკავოს

რუსეთი ოფიციალურ ვაშინგტონს აფრთხილებს, სირიაში "უპასუხისმგებლო ქმედებებისგან" თავი შეიკავოს, - ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვაშინგტონის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სირიის ხელისუფლება ქიმიური შეტევის განსახორციელებლად ემზადება, ტერორისტებისთვის ერთგვარი მესიჯია, რათა მასშტაბური პროვოკაცია განახორციელონ.

"არ შეგვეძლო, რომ ყურადღება არ მიგვექცია თეთრი სახლის პრესსპიკერის შონ სპაისერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს სირიის ხელისუფლება მოსახლეობაზე მორიგი ქიმიური თავდასხმის განხორციელებას აპირებს. მათ შორის სპაისერმა აღნიშნა, რომ ბაშარ ალ-ასადი ამის სანაცვლოდ მაღალ საფასურს გადაიხდის. ეს ვაშინგტონის მიერ განხორციელებული მორიგი ინსინუაციებია. რაც შეეხება ვაშინგტონის საომარ რიტორიკას, საჭიროდ ჩავთვალეთ გავაფრთხილოთ ამერიკელი კოლეგები უპასუხისმგებლო ქმედებებისგან თავი შეიკავონ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გაერო-ს წესდებასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, როგორც ეს მოხდა 7 აპრილს, „შაირათის“ ავიაბაზაზე განხორციელებული ავიადარტყმებისას.

რუსეთი გააგრძელებს მოთხოვნას, რომ მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი, სრულფასოვანი და პროფესიონალური გამოძიება ჩატარდეს და გამოძიების დროს საკითხის პოლიტიზირება არ მოხდეს ", - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე არსენალის მთის პროექტზე - 2011 წლიდან კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს
კალაძე - არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროკავშირის, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics