07:54 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 16:55:28, 1797 ნახვა

საზოგადოება
მერია: ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია

თბილისის მერია ზაჰესის ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას  გამოეხმაურა. 

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  ზაჰესის ხიდი ტექნიკურად სრულად გამართულია და საგზაო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ ტყუილია,  ხიდი ტექნიკურად სრულად გამართულია, საგზაო მოძრაობა კი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, დაცულია უსაფრთხოების ზომები. 

ზაჰესის ხიდის მშენებლობის დასრულებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად ხიდთან მისასვლელი გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და არა თავად ხიდი, კერძოდ, ღვარცოფმა გაარღვია ჯებირი და ჩამოშალა მიწა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საყრდენი კედლის მშენებლობა, რაც სამუშაოების თანმდევი პროცესია.

გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ნუ შეიყვანენ  შეცდომაში საზოგადოებას და ნუ წარმართავენ წინასაარჩევნო კამპანიას მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების გზით",-ნათქვამია განცხადებაში.  

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics