13:14 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 19:08:51, 1822 ნახვა

საზოგადოება
ბაქრაძე: თავს ევროპული ოჯახის წევრად ვგრძნობ და ამავე დროს, კარგად გვესმის ორი კონტინენტის დაკავშირების საჭიროება

მე თავს ევროპული ოჯახის წევრად ვგრძნობ და ამავე დროს კარგად გვესმის ორი კონტინენტის დაკავშირების საჭიროება და პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში გამართულ ფორუმზე განაცხადა.

ვაშინგტონში საქართველოს, ყაზახეთის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და თურქეთის საელჩოების ინიციატივით, კასპიის პოლიტიკის ცენტრსა და ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკის საბჭოს ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტთან პარტნიორობით გაიმართა ორდღიანი ფორუმი ტრანს-კასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ ვაჭრობისა და სატრანზიტო გზის (Trans-Caspian East-West Trade and Transit Forum) შესახებ. 

ფორუმზე, მიმოიხილეს ტრანს-კასპიურ აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორთან დაკავშირებული საკითხები. კორიდორი აერთიანებს ცენტრალური აზიის, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებს ერთიანი სავაჭრო და სატრანსპორტო გზის ირგვლივ.

ღონისძიებაში მონაწილე საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ, აშშ-ის აკადემიური, ანალიტიკური, პოლიტიკისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ინფრასტრუქტურის, ბიზნესის, ინვესტიციის, ვაჭრობისა და სატრანზიტო შესაძლებლობები გააცნო.
მისასალმებელ სიტყვაში დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ეკონომიკური კავშირებისა და პარტნიორობის საჭიროებას.

„ყველა ის ექვსი ქვეყანა, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე დგას. როგორც საქართველოს ელჩი მე თავს ევროპული ოჯახის წევრად ვგრძნობ და ამავე დროს კარგად გვესმის ორი კონტინენტის დაკავშირების საჭიროება და პასუხისმგებლობა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ რათა ვაჭრობის გაღრმავებასა და ინვესტიციის მოზიდვაში ძალები გავაერთიანოთ, უკეთესი კავშირი ჩამოვაყალიბოთ, გავცვალოთ ინფორმაცია სატრანსპორტო შესაძლებლობებზე და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დავსახოთ და გავამყაროთ ურთიერთობა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან,“- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ფორუმის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ბიზნეს გარემოსა და სავაჭრო შესაძლებლობებზე, ანაკლიის საზღვაო პორტის პროექტის პერსპექტივებზე, საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობაზე, შესაბამის ლოგისტიკის ცენტრებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს საელჩოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა.
ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა დამატებითი სესიები აშშ-ის კონგრესში და მსოფლიო ბანკში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics