14:37 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 20:44:28, 605 ნახვა

სპეციალური ანონსი
29 ივნისის ანონსი

10:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა ქვემო  ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მეწარმეებს და ფერმერებს შეხვდება. მისამართი: მარნეული, გამგეობის შენობა 

10:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, FIDIC-ის ბიზნეს დღეების ფარგლებში საქართველოში გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. 
თბილისი, სასტუმრო ”Holliday Inn Tbilisi”.

10:30 საათზე, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წყნეთის საზაფხულო ბანაკის მონაწილე მოსწავლეებს ეწვევა. 
მის.: დაბა წყნეთი, რუსთაველის ქ. #52 (ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა)

11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას დევნის გადახედვის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდება. 
მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202

11:00 საათზე სასტუმრო „მერკურში“ საქართველოში წარმოებული ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ონლაინ კატალოგის www.geowinery.com პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: გორგასლის ქ. #9

12:00 საათზე, დედაენის ბაღში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებულიპროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

12:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური სადისკუსიო პლატფორმის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდება და მათ  საქართველოს სახელმწიფო სამშვიდობო პოლიტიკისა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შესახებ ინფორმაციას გააცნობს. 
მისამართი: თბილისი, ინგოროყვას 7, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრად ქართველი ებრაელი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების (ისრაელი, აშშ) დელეგაცია ეწვევა, რომლის დროსაც წიგნის -„საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: უზნაძის ქ. #68

14:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს „თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და სს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მოაწერენ ხელს.
მის.: თსუ I კორპუსი, #107-ე აუდიტორია

15:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 5საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  „1+4“ პროგრამის მონაწილე სტაჟიორებს შეხვდება. თემა: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია: სარგებელი და შესაძლებლობები ახალგაზდებისთვისმისამართი: თბილისი, შ. დადიანის 2/1 

15:00 საათზე, ბათუმში, ”რედისონ ბლუ ბათუმში” ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდებიან.

17:00 საათზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტროფიზიოლოგიური – არითმოლოგიის ცენტრის ,,რიტმარტის’’ პრეზენტაცია გაიმართება.

17:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკავშირის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორს ჯოვანი კესლერს შეხვდება. 

17:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის ნინო წერეთელის 115 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება. 
მის: ლ. გუდიაშვილის ქ.#1, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი.

17:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი არითმოლოგიის ცენტრის პრეზენტაციას დაესწრება.

ამიერკავკასიაში პირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა არითმიების კრიო აბლაცია და მოსახლეობისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #29, თბილისი აკად.ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა

საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე 599 120009




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში KIABI–ის პირველი ფილიალი გაიხსნა
ტუსკი - პოლონეთს უკრაინისთვის გადასაცემად Patriot-ის კომპლექსის მარაგი არ აქვს, მაგრამ სხვა ხერხებით დაეხმარება
ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - „თიბისი დაზღვევა“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics