11:18 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 21:39:00, 2312 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბუკიკიო: საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტი მთლიანობაში კარგია, თუმცა არის დეტალები, რომლის გასწორებაც საჭიროა

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ტექსტი მთლიანობაში კარგია, თუმცა არის დეტალები, რომლის გასწორებაც საჭიროა.

ამის შესახებ ბუკიკიომ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

„ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა, რომლის შინაარსმაც საქართველოში მანამდეც გაჟონა. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ახლა უკვე საჯაროდაა ცნობილი. მთლიანობაში, გლობალურად ტექსტი ძალიან კარგია, თუმცა არის დეტალები, რომლის გასწორებაც საჭიროა.  მაგალითად, მოსამართლეების არჩევის წესის ნაწილში, ასევე, კვალიფიციური და უბრალო უმრავლესობის ნაწილში და ასე შემდეგ“, - განაცხადა ბუკიკიომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით ძალიან იმედგაცრუებულია“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
ნინო თანდილაშვილი - კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 790-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics