05:48 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 14:08:19, 496 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი: 2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2279 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ(არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2279 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10 პროცენტით ნაკლებია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 503 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1776 მლნ. აშშ დოლარს (3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-მარტში 1273 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა.
2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 637მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0,4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 170 მლნ. აშშ დოლარი იყო (21 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 467 მლნ. აშშ დოლარი (5პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 34 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 25, 20 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მარტში 31 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-მარტში 675 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 25 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 175 მლნ. აშშ დოლარი (55 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 500 მლნ. აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 35 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 36, 56 და 28 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-მარტში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მარტში 10 პროცენტი).

2015 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (361 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (214 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (192 მლნ. აშშ დოლარი). 2015 წლის იანვარ-მარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 61 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, 58 მლნ. აშშ დოლარი და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკალის ჯგუფმა გადმოინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 52 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-მარტში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 150 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 135 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობისა და
ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 129 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics