03:52 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 14:38:10, 445 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობის უსახლკარო ბენეფიციარების კომისიამ მორიგი სხდომა ჩაატარა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უსახლკაროთა და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ დღეს, მორიგი სამუშაო სხდომა გამართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, სამუშაო ჯგუფმა კომისიის თავმჯდომარეს ედიშერ თოლორაიას ასაშენებელი სახლის ესკიზები და დეტალური მონაცემები წარუდგინა. მოხდა შეფასების კრიტერიუმების პროგრამის განხილვა.

პროექტის თანახმად, აშენდება ერთოთახიანი და სამოთახიანი სახლები. ერთოთახიანი სახლები აშენდება მარტოხელა და ორ სულიანი ოჯახებისთვის, ხოლო სამოთახიანი სახლები სამი და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახებისთვის. პროექტის ფარგლებში სახლებს დასრულებული ფორმა ექნებათ. ბენეფიციარის საცხოვრებელი სახლი მოწესრიგებული სამზარეულოთი, სველი წერტილებით, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრებითა და ლამინირებული იატაკით იქნება უზრუნველყოფილი.

„სოციალური სახლების მშენებლობა უნდა დაიწყოს და დასრულდეს 2015 წელს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 20 სახლი აშენდება. თითოეული ბენეფციარების განცხადება კომიისიის მიერ იქნება განხილული და ადგილზე შესწავლილი“, - აცხადებენ ზუგდიდის გამგეობაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics