01:21 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 14:50:17, 585 ნახვა

სამხედრო
სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ასეულისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი დაიწყო

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი დღეს  სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმოდ გაიხსნა. 

მონაწილეებს ტრენინგის დაწყება  ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გოჩა შავგულიძემ და საქართველოში ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედერმა  მიულოცეს.

პირად შემადგენლობას სიტყვით აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენელმა, მაიორმა კოლინ ტომსონმა მიმართა და აღნიშნული სწავლებისა და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველოს IV“ -ის ფარგლებში, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლები (EUCOM) 15 სამხედრო მოსამსახურეს სამი კვირის განმავლობაში მოამზადებენ. სწავლება სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ბაზასა და ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაიმართება. ტრენინგი განაღმვით ოპერაციებში  სამხედრო ინჟინრებით დაკომპლექტებული ასეულის შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად.

კურსი 8 მაისს დასრულდება. ბოლო კვირას EUCOM-ის ინსტრუქტორთა ჯგუფს ამერიკელი კაპიტანი შეუერთდება, რომელიც სამხედრო-საინჟინრო ბრიგადას და EOD ასეულს დაგეგმვა-განვითარების სფეროში კონსულტაციებს გაუწევს.

„საქართველო IV“-ის ტრენინგის ფარგლებში, EOD ასეულის წევრებს ტრენინგები აზერბაიჯანის ჰუმანიტარული განაღმვის სააგენტოსა და შვედეთის სამხედრო-საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენლებმა  უკვე  ჩაუტარეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია
თბილისში საპროტესტო აქციას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან
აპარატი - სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics