03:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 15:34:19, 296 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბრის დასაწყისში თურქეთის ელჩმა ღრმა მწუხარება გამოხატა ქართველი პოლიციელის დაღუპვის გამო.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს. შს მინისტრმა და ელჩმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს და ამ კუთხით საქართველოსა და თურქეთის პოლიციური სტრუქტურების როლს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ, მეგობრულ ურთიერთობებს და გამოიკვეთა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების და გაღრმავების პერსპექტივები.

მინისტრმა საქართველოს სამართალდაცვითი სფეროს რეფორმირების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის თანადგომისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics