03:45 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 15:47:24, 1958 ნახვა

ეკონომიკა
Europa-bet.com-ი „პოკერ რუმში“ World Poker Tour 30 მაისიდან აიღებს სტარტს

თბილისში Europa-bet.com-ის „პოკერ რუმში“, 30 მაისიდან სტარტს აიღებს  პოკერის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, World Pker Tour (WPT), რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი იქნება 200 000$, ფინალური თამაში გაიმართება 7 ივნისს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას Europa-bet.com-ის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გვენეტაძემ აღნიშნა, დღეს ქართული პოკერის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა.
„დღეს ისტორიულ ღონისძიებასთან გვაქვს საქმე ქართული პოკერის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა, რომელიც არის WPT მსოფლიო პოკერის ტური, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე მსოფლიო ტურნირი  პოკერში.  დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები WPT-სა და Europe-bet. Com- ს შორის  ამ 6 თვის მანძილზე მოხდა როგორც კომპანიის ასევე ქვეყნის შეწავლა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენ წილად გვხვდა პატივი გავმხდარიყავით WPT-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.  ეს მოვლენა არ არის მხოლოდ პოკერი, ეს არის მთელი სერია გასართობი ღონისძიებებისა, პოკერის ნებისმიერი მოთამაშე ეს იქნება ქართველი მოთამაშე თუ უცხოელი სულმოუთქმელად ელის ამ ტურნირს, რადგან ამ ტურნირში გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ თანხის მიღებას, ტურნირი იმდენად პრესტიჟულია, რომ ამ ტურნირის გამარჯვებული ხდება მსოფლიო კლასის პოკერის მოთამაშე. ქართველ მოთამაშეებს საშუალება ექნებათ, რომ თბილისში Europe-bet-ის პრემიუმ კლასის პოკერ რუმში, რომელიც არის ერთადერთი მსგავსი ტიპის დაწესებულება საქართველოში მონაწილეობა მიიღონ WPT-ის ღონისძიებაში. პირველი ივენთი გაიმართება 30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით და ნებისმიერ მსურველს ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს ამ ივენთში შესაძლებლობა ექნება მობრძანდეს, ერთადერთი შეზღუდვა არის რა თქმა უნდა ასაკი, მინიმალური ასაკი წარმოადგენს 21 წელს. წელს დაგეგმილი სამი ტურნირის ჩატარება, პირველი იქნება მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისში, შემდგომი ტურნირი  გაიმართება ნოემბერში და ბოლო ტური გაიმართება დეკემბერში. ჩვენ ყველა ტურნირში ველოდებით საერთაშორისო მოთამაშეებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვლენ ათეულობით პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები“,-განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
WPT-უმასპინძლებს Europe-bet. Com. ტურნირამდე 6 კვირით ადრე, WPT-ს წარმომადგენლები თბილისს ეწვივნენ მოსამზადებელი სამუშაოების მონიტორინგისთვის.
პოკერის მოყვარულთა საზოგადოებაში WPT-ს ტურნირების განსაკუთრებული პოპულარობის გამო, არის მოლოდინი, რომ ბევრი უცხოელი მონაწილე ესტუმრება საქართველოს 2015 წელს. ეს მოვლენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.
WPT-ს ოფიციალურმა პარტნიორმა Europa.bet-მა მოამზადა სპეციალური შეთავაზება უცხოელი მონაწილეებისთვის, რომელიც მოიცავს 1 და 3 დღიან ტურს თბილისსა და რეგიონებში, ქართული ღვინისა და ყველის დეგუსტაცია პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება.
World Poker Tour დაბრუნდება ნოემბერში, მსოფლიო პოკერის ტურის პრესტიჟი “ჩემპიონთა თასით“ და ასევე, დეკემბერში, WPT-s ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებით.
World Poker Tour-სა და Europe.Bet.com-ს შორის შეთანხმება შედგა 2015 წლის 12 თებერვალს, ხელშეკრულების თანახმად, WPT-ი მიაწვდის ლიცენზირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას საქართველოში Europe.Bet.com -ს ექსკლუზიური გამოყენების უფლებით. ამის შედეგად, Europe.Bet.com 2015 წელს  უმასპინძლებს WPT-ს სამ ღონისძიებას, მათ შორის WPT-ს ძირითად ტურს, ექნება World Poker Tour-ის სატელევიზიო შოუს ტრანსლაციის და რეკლამირების უფლება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics