11:42 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 15:58:46, 377 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2-3 ადამიანი თუ სცდილობს ახალგაზრდების გაყვანას სირიაში, ამას სამართალდამცველები მიხედავენ

"2-3 ადამიანი თუ სცდილობს პანკისიდან ახალგაზრდების გაყვანას სირიაში, ამას სამართალდამცველები მიხედავენ",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პანკისის ხეობის მიმართ არაბუნებრივი  ისტერიული ფონია შექმნილი. პრემიერის განმარტებით, ამ თემის მიმართ, წინა მთავრობის დროს, გულგრილი დამოკიდებულება იყო და მათ მიდგომა შეცვალეს.
„ზოგადად მე მოგიწოდებდით ყველას, რომ  პანკისის ხეობის მიმართ ასეთი აბსოლუტურად არაბუნებრივი ისტერიის ფონზე,  ამ თემების გაშუქება არის ყოვლად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ეს არის  ეროვნული უსაფრთხოების საკითხები.
მე ყველას გთხოვთ, კარგად გაიაზროთ, თუ რა თემებით ძაბავთ ჩვენს მოსახლეობას. მე ძალიან კარგად მესმის, პანკისის ხეობა და იქ მაცხოვრებლები არიან აბსოლუტურად ჩვენი მოქალაქეები და არავითარი განსაკუთრებული და განსხვავებული მიდგომა ჩვენ არ გაგვაჩნია. პირიქით, მე გეტყვით მათ მიმართ ყოველთვის იყო  გულგრილი დამოკიდებულება წინა მთავრობის დროს მაგრამ, ჩვენ ეს მიდგომა შევცვალეთ. ასე რომ 2, თუ 3 ადამიანი თუ  სცდილობს რამდენიმე ახლაგაზრდის გადაყვანს სირიაში, ამას სამართალდამცავები მიხედავენ. ასე რომ,  არავითარი პრობლემა არ იქნება. ძალიან გთხოვთ, რომ ამ თემებით სპეკულირებას   თავი დაანებოთ. იმიტომ რომ ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის“, -განაცხადა ღარიბაშვილმა




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზარქუა მილერს - are you kidding my friend? - მოსამართლეები დაასანქცირეთ - ველოდებით [პასუხს], რა არგუმენტებით
მილერი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს
პაპუაშვილი - მოწმე ვართ, დეზინფორმაციული შტურმისა საზოგადოებაზე - არის მცდელობა, მსჯელობა ყვირილით გადაფარონ
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics