23:12 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 16:09:04, 427 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეად"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეად"-ს შორის  ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია სასტურმო "ქორთიარდ მარიოტში" შედგა.

ამ ხელმოწერით საფუძველი ეყრება  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ პროექტს, რომლის  ანალოგი აქამდე არ განხორციელებულა. პროგრამის მიზანია C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში" და ქვეყანაში ამ ვირუსით  გამოწვეული ავადობის  და სიკვდილიანობის  შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.

პროექტი განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების  დაავადებათა კონტროლის  ცენტრისა და  მედიკამენტების  მწარმოებელი  კომპანია "გილეად"-ის მხარდაჭერით.

C ჰეპატიტის  ელიმინაციის ღონისძიებები დაავადების პრევენციასთან ერთად, ითვალისწინებს  დაავადებული პაციენტებისათვის C  ჰეპატიტის სამკურნალო, ახალი  თაობის  მედიკამენტების მიწოდებას, ასევე აუცილებელი დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინანსებას.

პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი  თაობის  პრეპარატები სოფოსბუვირი (პირველი ეტაპი) და ჰარვონი (მეორე ეტაპი), რომლებიც  წინათაობის მედიკამენტებისგან  განსხვავებით გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით და გვერდითი  მოვლენების სიმცირით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა  დავით სერგეენკომ, კომპანია "გილეადის" გენერალურმა  დირექტორმა ჯონ მარტინმა და კომპანიის  ვიცე- პრეზიდენტმა გრეგ ალტონმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics