10:19 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 16:31:37, 314 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძეს შეფასებით, პანკისიდან სირიაში ქართველ მებრძოლთა წასვლა გლობალური გამოწვევაა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პანკისიდან სირიაში ქართველ მებრძოლთა წასვლა არა ქართული ან რელიგიური პრობლემა, არამედ გლობალური განოწვევაა.

„ეს არის საერთაშორისო პრობლემა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ტერორიზმთან, ძალადობასთან და ისლამის ძალიან არასწორ ინტერპრეტაციასთან. თუ რატომ არსებობს ეს პრობლემა პანკისში, რა თქმა უნდა ამაზე არსებობს კონკრეტული პასუხები, არგუმენტები. რაც შეეხება ჩვენს პასუხს იმ ადამიანების მისამართით ვინც ითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ უფრო გააქტიურებას, ვეტყვით, რომ ჩვენთვის მხოლოდ ეს ფაქტი ნამდვილად არ არის საფუძველი, რომ დავიწყოთ მოქმედება ამ პრობლემის წინააღმდეგ. შსს აქა,დეც მუშაობდა და მუშაობს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნიდან ქართველ მებრძოლთა სირიაში წასვლის მხოლოდ ერთეული ფაქტები ფიქსირდება.

„მაგალითად ბელგიას ასეულობით ადამიანი ჰყავს დაკარგული უცხოეთში საბრძოლველად, თუნდაც ისლამური სახელმწიფოს ფარგლებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მინისტრის მოადგილის მტკიცებით, არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით მუშაობა გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა ადგილობრივ საზოგადოებასთან, პანკისელებთან ერთად გავაგრძელებთ ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics