17:12 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 16:54:09, 696 ნახვა

ეკონომიკა
„ვისოლი“ თბილისში მომსახურების ახალ ცენტრს ხსნის

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ განაგრძობს მომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას და თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, # 71-ის მოპირდაპირედ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე  მომსახურების ახალ ობიექტს ხსნის.

„„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მომსახურების ახალი ცენტრი კორპორაციულ მომხმარებელს საშუალებას მისცემს სრულყოფილი მომსახურება მათთვის მოსახერხებელ ადგილას მიიღოს. მომსახურების ცენტრების ქსელის განვითარება ერთგულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მიღებისთვის დამატებით კომფორტს უქმნის, რაც ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, - აცხადებს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ თბილისში უკვე სამი მომსახურების ცენტრი აქვს ვაკეში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრსა და ისანში, ხოლო რეგიონებში ვისოლის სერვის ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს ქუთაისში, ფოთში,  ბათუმსა და ახალსოფელში.

ცნობისთვის, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ვისოლის“ ქსელში „ეკო სუპერ 100-ის”, „ეკო სუპერის”, „ეკო დიზელის“, „ეკო პრემიუმის“ და “ეკო რეგულარის“  რეალიზაცია დაიწყო. ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics