03:21 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 16:57:37, 707 ნახვა

სამართალი
ნინო მიქიაშვილი საყდრისთან დაკავშირებით ნინო გვენეტაძეს მიმართავს

ჟურნალისტი, საყდრისის მცველი ნინო მიქიაშვილი საყდრისთან დაკავშირებით   უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მიმართავს და  მოუწოდებს, რომ მოსამართლე ნინო ბუაჩიძის კომპეტენციით დაინტერესდეს.

ამის შესახებ ნინო  მიქიაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე მოსამართლემ ვერ მოიცალა, რომ  აღნიშნული საქმის გადაწყვეტილებისთვის ხელი მოეწერა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა  ჩემი,  მამუკა ნოზაძის, ირაკლი ლომიძის და გაიოზ მეხრიშვილის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.  ეს მოხდა 14 აპრილს. ამის შესახებ მე მოსამართლის თანაშემწემ საღამოს 7 საათზე დიდი ბრძოლის შემდეგ მითხრა სიტყვიერად, რომ  ჩემი  საჩივარი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ და დაბრუნდა პირველ ინსტანციაში   განსახილველად. დღეს არის 21 აპრილი  დღემდე ამ მოსამართლემ ვერ მოიცალა, რომ ხელი მოეწერა ამ გადაწყვეტილებისთვის. როგორც იქნა დღეს ხელი მოაწერა, მოვედი სამ საათზე. ერთი საათია აქ ვდგავარ და დავინტერესდი დღეს ჩაბარდებოდა თუ არა მოსამართლე ნინო ბუაჩიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საყდრისთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება.მოკლედ, მოსამართლის თანაშემწემ მითხრა, რომ ეს პარასკევამდე ვერ მოესწრებაო , იმიტომ რომ სამშაბათს და პარასკევს გადის საკურიერო სამსახური.  შიდა ტელეფონით დავიწყე გარკვევა, სამსახურმა მითხრა, რომ ჩვენ ხვალაც შეგვიძლია წავიღოთ  თუ დღეს მოგვაწვდის მოსამართლე ჩამოიტანს ჩვენამდეო. ხელმეორე დავურეკე და ვკითხე, რატომ არ ჩაგაქვთ მეთქი ხომ შეგიძლიათ დღესვე გამოიტანოთ გადაწყვეტილება იმანაც ხმას აუწია და მითხრა მეო თქვენ იცითო საქმესთან ერთად უნდა ჩავიტანოო. საქმეს, რომ ხელი მოჰკიდოს, ქვევით ჩაიტანოს ამის გაკეთებას რა უნდა? მაგრამ, როგორც ჩანს სპეციალურად წელავენ და იქცევიან უნამუსოდ მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი და თავისი თანაშემწე ნინო ჭუმბურიძე. შეგნებულად არ ჩამოაქვთ კანცელარიაში საქმე, რომ დროულად წავიდეს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე. იმიტომ რომ ეს მაინცდამაინც გულზე არ დაეხატა არ ემ ჯი გოლდს და ნიკა ანთიძეს ეს გადაწყვეტილება და მაქსიმალურად წელავენ. პარასკევს,  რომ მივა   ნინო  ბუაჩიძე , მერე შაბათ-კვირა მოდის მერე კიდევ  გაიწელება დროში და  ამასობაში არ ემ ჯი გოლდი საყდრის  მოასწორებს  მიწასთან. პირადაპირ მივმართავ ნინო გვენეტაძეს, რომელიც ცნობილია, როგორც სამართლიანი  ადამიანი . ვიმედოვნებ, რომ სულ ასე  გაგრძელდება,  რაც თავის თანამდებობაზე იქნება. დაინტერესდეს რატომ იქცევა ასე მოსამართლე თავისი კომპეტენტციის ფარგლებში, რაც შეეძლო დამეხმარა ნანა ვასაძე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ მეტის გაკეთება არ შეუძლია.  რა უნდა ხელი მოჰკიდონ და ეს საქმე ჩაიტანონ კანცელარიაში“,-განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics