2017-07-14 18:35:05, 3692 ნახვა
კულტურა
საერთაშორისო ფონდ „SOS Talents“-ის და ფონდ „ლირას“ ახალგაზრდა პიანისტების კონკურსისთვის რეგისტრაცია გრძელდება
ბათუმის კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს Batumi MusicFest-ს, რომელიც 2-8 სექტემბერს ჩატარდება, წელს ცნობილი ფრანგი პროფესორი მიშელ სონი ეწვევა და ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს. მიშელ სონი ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის ავტორია. მისი დაწერილი ეტიუდები მოსწავლის კრეატიული წარმოსახვისა და ტექნიკური თავისუფლების გასავითარებლად არის შექმნილი. მიშელ სონის მიდგომის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლის პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოს. 7 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო ფონდ 'SOS Talents'-ი ახალგაზრდა პიანისტების ერთდღიან კონკურსს ჩაატარებს. კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ და საზღვარგარეთ დაგეგმილ კონცერტებზე იქნებიან მიწვეულნი. კონკურსზე მონაწილეობის მიღება 7-დან 15 წლამდე მსურველებს შეეძლებათ. რეგისტრაცია დაწყებულია და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. ბათუმის მუსიკის ფესტივალი, რომელმაც წელს იუნესკოს პატრონაჟი მიიღო ,და მის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებები ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ 'ლირა'- ს ორგანიზებით იმართება, ხოლო პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია და მეტი ინფორმაციის მიღება შემდეგ მისამართზე მიწერით შუძლიათ - lyrafondation@yahoo.com (R) ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან როთი კობახიძეს - გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი!
სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო
შამუგია - სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება
|
ომი უკრაინაშირუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|