10:32 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 15:32:03, 900 ნახვა

სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის პროცესი დასასრულს უახლოვდება

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩასარიცხ კანდიდატთა სამხედრო სამედიცინო კომისია დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 დღის განმავლობაში ლიცეუმში ჩასარიცხ კანდიდატებს სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. სამხედრო-სამედიცნო კომისიას სულ 126 ბავშვი გაივლის.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის პროცესს სამხედრო სამედიცინო კომისია დაასრულებს. სასწავლო დაწესებულებაში მოსახვედრად ბავშვებმა ფიზიკური მომზადების ტესტი და ზოგად უნარებში გამოცდა უკვე გაიარეს.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესი სექტემბერში განახლდება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics