17:01 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 22:25:50, 1052 ნახვა

სპეციალური ანონსი
20 ივლისის ანონსი

10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ოფიციალურად იწყებს ახალ პროექტს „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე, პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ გაიხსნება.
თემა: საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის გაძლიერება კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან მიმართებაში, ეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, უცხო ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
მის: ბათუმი, რუსთაველის ქ. #40
საკონტაქტო პირი მარიამ პატიაშვილი - 599 516851

10:00 საათზე, პარტია ”ევროპული საქართველოს” ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: „საქსტატის“ მონაცემები.
საკონტაქტო პირი თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

11:00 საათზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მედიას კვლევის - „Check in Georgia 2016“, პროექტის უცნობი დეტალები“ შედეგებს გააცნობს.
მის: ჯ. კახიძის ქ. #15

11:00 საათზე, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და პრესსპიკერს წარადგენს.
მის: სულხან ცინცაძის ქ. #45 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა)

11:00 საათზე, სამშენებლო კომპანიებისგან ბინების შესყიდვის თემაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.
მის.: თამარაშვილის ქ. N15ა

11:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია #108

12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილეს მიულოცავს.

12:00 საათზე, თბილისის მერიაში (მე-20 სართული) გაიმართება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია - პროგრამის პრეზენტაცია.
ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.
საკონტაქტო პირი თამარ ლალიაშვილი - 574 77 11 71

12:00 საათზე, პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13:00 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

13:00 საათზე, „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან „თიბისი ბანკის“ უმაღლესი მენეჯმენტის და „ნიკორას“ წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და „თიბისი კაპიტალის“ დირექტორები.
თემა: „თიბისი ბანკის“ შვილობილმა კომპანიამ „თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „ნიკორას“ 10 მილიონი დოლარის ობლიგაციების განთავსება განახორციელა.
მის: მარჯანიშვილის #7, მესამე სართული

13:30 საათზე, საპარლამეტო ფრაქციის „საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატები: გიორგი ლომია, ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე ბრიფინგს გამართავენ.
თემა: პატრიოტების რუსეთში ვიზიტი.
მის.: თბილისი, პარლამენტის შენობა, A კორპუსის 3-ე სართული.
საკონტაქტო პირი მარიამ ბაციაშვილი - 558 123 412

13:45 საათზე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ სემინარს „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გახსნიან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებლები პანკისის რეგიონიდან და თბილისიდან.
მის: წინამძღვრიშვილის ქ.#162
საკონტაქტო პირი მარიამ ჯაფარიძე - 555 101040

19:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) პრეზენტაცია.
მის.: თბილისი, კოსტავას 14
საკონტაქტო პირი: გიორგი ჩადუნელი 599 107 333




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდიშარია - ქართველი მოსამართლე ლამის დაასანქცირეს და აშშ არ გაუშვეს - აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მხარს უჭერს და ეჭვი არ შეაქვს მისი გადაწყვეტილების სამართლიანობაში
კულება - ინდოეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - განსაკუთრებულ ყურადღებას „მშვიდობის ფორმულას“ მივაქცევთ
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics