05:14 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 19:14:03, 2630 ნახვა

სამართალი კომენტარი
გვარამია: მივმართავთ სასამართლოს, სრულად იქნეს ანაზღაურებული ზიანი, რომელიც „რუსთავი 2“-ს სახელმწიფოსგან მიადგა

„ვაპირებთ, მივმართოთ სასამრთლოს, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებს, რათა სრულად იქნეს ანაზღაურებული ის ზიანი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიას სახელმწიფოს საქმიანობით მიადგა“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იგი ფინანსთა მინისტრის,  დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „გადასახადი ყველა კომპანიამ უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაკონკურენტული გარემო იქნება“.

 „ძალიან უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ, მან გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვა პირველ რიგში მას ევალება, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ეს არის კანონის მძიმე დარღვევა და ეს არის ძალიან ცუდი სიგნალია არა მხოლოდ შიდა სამეწარმეო წრეებისთვის, არამედ ბიზნესისთვის. ეს არის კონკურენტების სასარგებლოდ თამაში, რაც დღეს მინისტრმა გააკეთა. შემთხვევითი არაა, რომ "იმედის" ეთერში გააკეთა, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ჩვენთან, ცდილობდნენ სიუჟეტის გაკეთებას. სახელმწიფოსა და "იმედის" ერთობლივი მოქმედებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. "რუსთავი 2" უკვე 2 წელია იმყოფება უმძიმეს ფინანსურ წნეხში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ს გადასახადების გადახდის პრობლემა სახელმწიფოს გადაწყვეტილებების გამო შეექმნა.

„თუ "რუსთავი 2-ის" ანგარიშებს დაედება საგადასახადო საინკასო დავალება, ეს ნიშნავს ტელეკომპანიის დახურვას და იმის მიღწევას, რაც აქამდე ვერ შეძლო სახელმწიფომ... "რუსთავი 2" ისევ საფრთხეშია, "რუსთავი 2-ს" ემუქრება საგადასახდო ყადაღა და ეთერის ჩაქრობა",- განაცხადა გვარამიამ. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics