11:32 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 20:30:02, 2907 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი „ქართველთა მარშზე“: ეთნიკური ნიშნით ქსენოფობიური და დისკრიმინაციული გამოხტომები, მიუღებელია

„ჩემთვის მიუღებელია ეთნიკური ნიშნით  ქსენოფობიური და დისკრიმინაციული გამოხტომები“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ქართველთა მარშის“  ჩატარებასთან  დაკავშირებით განაცხადა.

თუმცა, მინისტრის თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება ბუნებრივი მოვლენაა.

„ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და აზრის გამოხატვის თავისუფლება არის ბუნებრივი მოვლენა და ეს ყველაფერი ჯდება კანონის ფარგლებში. ჩემთვის არის მიუღებელი ქსენოფობიური დისკრიმინაციული გამოხტომები ეთნიკური ნიშნით. მე ვიცი რომ ამ აქციას ჰქონდა ასეთი სახე. ჩემი სამინისტრო მუშაობს სამოქალაქო თანასწორობის საკითხებზე და ამოსავალი  პრინციპი გახლავთ მოქალაქეების თანასწორობა ეთნიკური რელიგიური, თუ სხვა ნიშნის მიუხედავად. ჩვენ ვართ ის ქვეყანა,  რომელსაც აქვს ძალიან ძლიერი ტრადიციები ტოლერანტობისა, ძალიან სერიოზული კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსა აქვს ძლიერი ტრადიციები სტუმართმოყვარეობისა და ვართ ქვეყანა, რომელიც ვაშენებთ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს დემოკრატიულ პრინციპებზე. ამიტომ ნებისმიერი ასეთი გამოხტომა, რომელიც შეიძლება ატარებდეს ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ ხასიათს ეთნიკური ნიშნით, რა თქმა უნდა არის მიუღებელი და თუკი რაიმე ეპიზოდი შეიცავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, რაც შეიძლება იყოს ძალადობის მუქარა, ვფიქრობ, რომ ამაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს”,-განაცხადა ციხელაშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ქალების მიმართ დისკრიმინაციულ  მიდგომაზე ისაუბრა:

“რაც შეეხება ქალების მიმართ დისკრიმინაციულ გამოხტომებს, ემ მინდა სოლიდარობა გამოვხატო ქალების მიმართ. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია და ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო რომელიც ასეთ პრინციპებს იზიარებს. ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ტოლერანტული იქნება ქალების მიმართ რაიმე ფორმის დისკრიმინაციის მიმართ”,-აღნიშნა ციხელაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics