16:57 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 21:24:46, 2654 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: საქართველოს ტერიტორიების სამხედრო ოკუპაცია აბსოლუტურად ღია ფორმით მიმდინარეობს

„ეს  კიდევ ერთი დასტური  გახლავთ იმის, რომ ამ ტერიტორიების სამხედრო ოკუპაცია მიმდინარეობს“,-ასე გამოეხმაურა  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ცხინვალის საჯარისო ნაწილების რუსეთის არმიაში გაერთიანების შეთანხმების ე.წ. რატიფიკაციას.  

მინისტრის თქმით, აღნიშნული რატიფიკაცია არანაირ სამართლებრივ ლეგიტიმურ ინსტრუმენტს არ წარმოადგენს.

„ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. ოსური სამხედრო შენაერთების რუსული სამხედრო ჯარების დაქვემდებარებაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების ე.წ. რატიფიკაცია მოხდა ცხინვალის რეგიონში. ამ შეთანხმების ხელმოწერა მიმდინარე წლის მარტში მოხდა. ეს კიდევ ერთი დასტური გახლავთ იმისა, რომ ამ ტერიტორიების სამხედრო ოკუპაცია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღია ფორმით. ეს რატიფიკაცია  თავისთავად არ წარმოადგენს არანაირ სამართლებრივ ლეგიტიმურ ინსტრუმენტს, უბრალოდ ფაქტობრივად ხდება შავით თეთრზე გაწერა ამ ტიპის არალეგიტიმური ხელშეკრულებებით იმისა, რომ რუსეთს აქვს ექსკლუზიური კონტროლი საქართველოს ტერიტორიებზე და ეს არის მათი სამხედრო ოკუპაცია და მორიგი მცდელობა ამ ტერიტორიების რუსიფიკაციის და ანექსიის”,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია
ხაბეიშვილი გომელაურს - კორუმპირებული ხართ - ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ
პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics