11:55 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-22 10:01:21, 827 ნახვა

რეგიონი
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის რაიონის სოფელ დამია-გეურარხში მირგუსეინ ასადოვმა კაკლის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ზაურ დარგალთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მირგუსეინ ასადოვის მიერ 6 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 23 490 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო - 14 175 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 9 315 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 570 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 17 914 959 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 505 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics