10:42 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-22 13:47:37, 2391 ნახვა

საზოგადოება
თემქაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა

 თემქაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ურეკის ქუჩაზე მდებარე N113-ე ბაღი სექტებერში გაიხსნება.  აღსაზრდელებს იქ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდებათ.

დასრულებული ბაღის შენობა და კეთილმოწყობილი შიდა ეზო თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელძღვანელთან თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ N133-ე საბავშვო ბაღი ძველი, დახურული ბაღის ადგილას აშენდა.            ათჯგუფიანი ბაღი 400-მდე აღსაზრდელს მიიღებს, დასაქმდება 75-მდე ადამიანი. შენობა არის საერთაშორისო სტანდარტების და  ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

„ეს არის მორიგი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ. ბაღი აღიჭურვება და მიიღებს აღსაზრდელებს. ამ უბანს არცერთი საბავშვო ბაღი არ ემსახურებოდა, რადგან  ბაღის ძველ შენობაში დევნილები არიან განთავსებულები და ისინი იქ რჩებიან. ჩვენ გავმიჯნეთ ტერიტორია და ავაშენეთ ახალი საბვშვო ბაღი, რომელიც არის გაცილებით უფო თანამედროვე, კომფორტული, ყველა იმ საჭიროებაზე მორგებული, რომელსაც დღეს მოქმედი ნორმები უყენებს ახალ საბავშვო ბაღებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

N113-ე ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ ხუთი ახალი ბაღიდან, რომელიც 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics