18:04 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 16:12:28, 479 ნახვა

პოლიტიკა
ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებები

საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. განცხადებას გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი ავლაბრის რეზიდენციაში ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე მოაწერეს.

განცხადებაში ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დროს მიღწეულ შეთანხმებებზეა საუბარი, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მხარეები სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში სუვერენიტეტის, მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის, ძალის გამოყენების და ძალით დამუქრების მიუღებლობას ადასტურებენ.

ასევე, მხარეები ხაზს უსვამენ თანამშრომლობის გაფართოებას სხვადასხვა სფეროში. ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება სულ 15 პუნქტიანია. გთავაზობთ თითოეულ მათგანს დეტალურად:

მხარეებმა დაადასტურეს, რომ ქართულ-ბელორუსული  ურთიერთობის  განვითარებადი  ხასიათი შეესაბამება საქართველოსა და ბელორუსიის ინტერესებს.

მხარეები აწარმოებენ  დიალოგს ყველა დონეზე, განავითარებენ  ურთიერთკავშირებს პარლამენტებსა და დარგებს შორის, ხელს უწყობენ  ორმხრივ შეთანხმებებს და სამართლებრივი  ბაზის გაფართოებას, ხელსაყრელი  პირობების შექმნას, კონტაქტებისთვის საქმიან, სამეცნიერო, კულტურულ, სპორტულ  და სხვა სფეროებისთვის.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში რიგ დოკუმენტზე ხელის მოწერა ორმხრივი ურთიერთობის  საკითხებში იურიდიული ბაზის  დასამყარებლად  ტურიზმის, ჯანდაცვის, განათლების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, გადასახადების გადახდის, დანაშაულთან ბრძოლის, სასაზღვრო სამსახურების და აგრეთვე სხვა სფეროებში.

შემდეგი პუნქტი მდგომარეობს იმაში, რომ  მიდგომათა მსგავსობის  ხაზგასმით საერთაშორისო და რეგიონალურ პრობლემებში, მხარეებმა დაადასტურეს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი  ნორმების  და  გაერთიანებული ერების  ორგანიზაციის  წესდების ერთგულება. ემხრობიან გაეროს როლის  გამყარებას მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების საკითხებში თანამედროვე  გამოწვევებსა და საფრთხეებისთვის  წინააღმდეგობის გაწევას. მხარეები ადასტურებენ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის,  საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის და ძალის გამოყენების და ძალით დამუქრების  მიუღებლობას სახელმწიფოთა შორის  ურთიერთობაში.

მხარეები უსვამენ ხაზს თანამშრომლობის გაფართოების  მნიშვნელობას საერთაშორისო უნივერსალური  და რეგიონალური ორგანიზაციების ფარგლებში, ძალების კოორდინაციის ჩათვლით, საერთაშორისო ტერორიზმთან, ტრანსეროვნულ ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების  არაკანონიერ  მიმოქცევასთან, ხალხით ვაჭრობის და თანამედროვე მსოფლიოს სხვა გამოწვევებთან და საშიშროებებთან ბრძოლის მიმართულებით. მხარეებმა მოილაპარაკეს აქტიურ ურთიერთობაზე საერთაშორისო სფეროებში, ადამიანის უფლებების საკითხებში მათი უნივერსალურობისა და ობიექტურობის  პრინციპების საფუძველზე.

მხარეებმა მოილაპარაკეს  ინიციატივებისა და  კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის პრაქტიკის გაგრძელებაზე საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში.

მხარეები დადებითად აფასებენ საქართველოსა და ბელარუსიის მთავრობათა  შორის  არსებული კომისიის საქმიანობას ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობის  განვითარებისთვის.

მხარეები ორ ქვეყანათა შორის  საქმიანობის  სუბიექტებს შორის კონტაქტების  აქტივიზაციის აუცილებლობის ხაზგასმით, აცხადებენ, რომ აპირებენ ხელსაყრელი პირობების შექმნას სავაჭრო-სამრეწველო კავშირების განვითარებისთვის სახელმწიფოს სხვადასხვა სფეროების გამოყენებით.

მხარეები გამოთქვამენ დაინტერესებას სამრეწველო კოოპერაციის გაღრმავებაში  ქართული ბაზრის  საჭიროებების  დასაკმაყოფილებლად  და მესამე ქვეყნებში ექსპორტის გასაფართოებლად.

მხარეები გამოთქვამენ დაინტერესებას ურთიერთხელსაყრელ ურთიერთობაში დარგობრივ სამინისტროებს შორის, პირდაპირი კონტაქტების აქტივიზაციაში საშუალო და  მცირე ბიზნესის დონეზე, რესპუბლიკა ბელაურის ტერიტორიაზე  საერთო პროექტების  განხორციელებაზე  ინფრასტრუქტურის შექმნაში ქართული ხილ-ბოსტნეულის  და ღვინის  ექსპორტის გაზრდისთვის  ბელარუსიის ბაზარსა და მესამე ქვეყნების ბაზრებზე.

მხარეები აღნიშნავენ თნმშრომლობის განვითარების აუცილებლობას საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიასა და ბელარუსიის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიას შორის საერთო პროექტების მომზადებასა და განხორციელების  მიზნით ორივე  ქვეყნის მეცნიერულ-ინოვაციური  პროგრესის ინტერესებში.

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, ინფორმაციის, ახალგაზრდული პოლიტიკის  სფეროებში.

მხარეები მხარს უჭერენ რეგიონებს შორის  კავშირებს, როგორც ორმხრივი  ურთიერთობის  მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. აღნიშნავენ  დელეგაციების  ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას, გამოფენა-გაყიდვების  და კულტურული ღონისძიებების  აუცილებლობას.

მხარეებმა გამოხატეს დარწმუნება იმაში, რომ ბელარუსის რესპუბლიკის  პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გახდება  პირველი ისტორიული, მძლავრი იმპულსი პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო-ეკონომიკური და რეგიონებს შორის  ურთიერთობების განვითარებისთვის, შეუწყობს ხელს ორ ქვეყანათა შორის მეგობრობის  და თანამშრომლობის განვითარებას.

მხარეებმა განაცხადეს, რომ ყოველი მხრიდან შეუწყონ ხელი  მიღწეული შეთანხმებების  რეალიზაციას საქართველოსა და ბელარუსიას შორის თანასწორუფლებიანი და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics