04:10 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 14:27:07, 2695 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კონფერენცია „ჰეპატიტების მსოფლიო დღე“ გაიმართა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, კონფერენცია „ჰეპატიტების მსოფლიო დღე“ გაიმართა.

როგორც კონფერენციის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სეგეენკომ აღნიშნა,  კონფერენციას მრავალი ფუნქცია აქვს.

„დღეს  პირველი კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც რამდენიმე ფუნქცია აქვს. პირველი ის რომ ერთგვარი ეტაპობრივი შეფასება მოხდეს საქართველოში მიმდინარე C  ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტთან .  მეორე - ეს პროექტი საკუთრივ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი  გახდა ვიდრე მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისათვის,  რადგანაც ეს მრავალი ქვეყნის ინტერესის სფეროა.  დღეს სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები იმისთვის, რომ ნახონ შეისწავლონ და შეძლებისდაგვარად ეს გამოცდილება გამოიყენონ თავიანთ ქვეყნებში. მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ მარტივი ე.წ. სკრინინგული კვლევა. დარჩენილი არის 100 ათასი ადამიანი, რომელსაც აქვს ეს დაავადება და ამის შესახებ არ იცის“,-განაცხადა სერგეენკომ.

ყოველწლიურად 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით-ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული  ჰეპატიტების რეალურ ტვირთის შესახებ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებასა და ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას, ასევე გაზრდის ტესტირებისა და მკურნალობის სერვისებზე წვდომას.

დღეს, მსოფლიოში, 20 ინფიცირებულიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ ვირუსული ჰეპატიტი აქვს და 100 დაავადებულიდან მხოლოდ ერთი მკურნალობს. მსოფლიოში დაახლოებით 325 მილიონ ადამიანს აქვს B  და C ჰეპატიტების  ქრონიკული ფორმა. 2015 წელს ამ დაავადებით დაახლოებით 1.34 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ქრონიკული C  ჰეპატიტის შემთხვევათა 95%-ზე მეტში შესაძლებელია სრულად განკურნება 3 თვიანი მკურნალობის კურსის შედეგად.

2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ  ვირუსულ  ჰეპატიტზე ჯანმრთელობის სექტორის  პირველი გლობალური სტრატეგია მიიღო, რომლის ამოცანაა 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საფრთხის, ელიმინაცია.

სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და  C  ჰეპატიტების მქონე 8  მილიონი ადამიანის მკურნალობა.

ხანგრძლივვადიანი სამიზნე კი არის 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ახალი ინფექციების 90%-ით, ხოლო ვირუსული ჰეპატიტებით გამოწვეული სიკვდილიანობის 65%-ით შემცირება.  C  ჰეპატიტის ელიმინაციისთვის გაწეული თავდაუზოგავი შრომის გამო ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა პროგრამის მონაწილედ  საქართველო წარადგინა, როგორც სანიმუშო და მისაბაძი მაგალითი ქვეყნისთვის.

საქართველო C  ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ  2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C  ჰეპატიტი აქვს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, ანუ 150 ათასამდე ადამიანს. ინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 70%-ს სიმპტომები არ უვლინდება, შესაბამისად 100 000-ზე მეტმა ადამიანმა  ჯერ კიდევ არ იცის, რომ ინფიცირებულია.

2015 წლის აპრილში, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ წამოიწყო უპრეცედენტო პროგრამა და მიზნად  დაისახა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია.

2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ქვეყანაში C  ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია მოიცავს ძირითადად C  ჰეპატიტის ელიმინაციის  მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია, სკრინინგი, დიაგნოსტიკა და პროგრამის მკურნალობა.

ელიმინაციის პროგრამის მიზანია ქვეყანაში C  ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე 43 ათასზე მეტმა პაციენტმა მიმართა სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას და დაახლოებით 40 ათასმა იმკურნალა ან მკურნალობს უახლოესი ანტივირუსული მედიკამენტების შემცველი რეჟიმებით.

31 84 პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და მათში, რომელთაც ჩაუტარდათ მყარი ვირუსული პასუხის შესაფასებელი ანალიზი მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, სრული განკურნება გამოვლინდა პაციენტთა მთლიანი რაოდენობის 95%-ში, ხოლო ლედიპასვირ/სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებისთვის განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია.

მნიშვნელოვანი ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ტარდება სკრინინგის მიმართულებით. დაავადებათა კონტროლისა და რეგიონულ განყოფილებებში უწყვეტად მიმდინარეობს უფასო სკრინინგი ნებისმიერი მსურველისთვის.

 

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics