07:06 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 12:54:45, 3899 ნახვა

საზოგადოება
მაია მიმინოშვილის განცხადებით, უნარებთან დაკავშირებით აპელაციას აზრი არ აქვს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ მაია მიმინოშვილისთვის  გაუგებარია აბიტურიენტთა პრეტენზიები, რომ თუ ზოგადი უნარების გამოცდის მესამე ვარიანტში დაიწია ბარიერმა,  სხვა ვარიანტებსაც დაეწიოთ.

მიმინოშვილის თქმით, არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც მესამე ვარიანტში გამსვლელი 21 ქულა დადგინდა.

„რას ნიშნავს დაეწიათ ბარიერი სხვა ვარიანტშიც? წესი წესია, გათანაბრება არსებობს, გათანაბრების შემდეგ დაფიქსირდა მესამე ვარიანტში 21 გამსვლელი ქულა“,-აღნიშნა მაია მიმინოშვილმა და დასძინა, რომ ზოგად  უნარებთან დაკავშირებით აპელაციას აზრი არ აქვს.

„უნარების გასწორებაში გამსწორებლები არ არიან ჩართულები და სკანერით მოწმდება. თეორიულად არ არის შანსი იმისა, რომ სხვა შედეგი დადგეს. აქედან გამომდინარე, ამ სტატისტიკურ მონაცემებს უნარების  შემთხვევაში ვაქვეყნებთ. რაც შეეხება სხვა გამოცდებს, სადაც რამდენიმე ვარიანტია გამოყენებული, იქ  როდესაც დასრულდება აპელაცია, სტატისტიკურ მონაცემებს მას შემდეგ გამოვაქვეყნებთ“,-განმარტა მაია მიმინოშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.

როგორია საგამოცდო ვარიანტების სირთულის დადგენის პროცედურა და მეთოდოლოგია?

ვინაიდან აბსოლუტურად იდენტური ვარიანტების შემუშავება თეორიულადაც კი შეუძლებელია,   მიღებული ქულების შესადარებლად, აუცილებელია გათანაბრების მექანიზმის გამოყენება.

კერძოდ, გამოცდაში ტესტის რამდენიმე ვარიანტის შემთხვევაში, ჯერ ხდება ქულების გათანაბრება,  (გათანაბრების შედეგად,  ყოველი აბიტურიენტი იღებს გათანაბრებულ ქულას), ხოლო შემდეგ ყველა ქულის ერთ სტანდარტულ სკალაზე გადასატანად, ხდება ქულების სკალირება  და ყოველ აბიტურიენტს ენიჭება თავისი სკალირებული ქულა.

რაც შეეხება იმას, თუ რა  პრინციპს ეყრდნობა ქულების გათანაბრების მექანიზმი,  ითვლება ის, თუ რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი, სხვა ვარიანტი რომ დაეწერა.  ანუ, აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა არის ის სავარაუდო ქულა, რასაც  მიიღებდა, ტესტის ყველაზე მარტივი ვარიანტი რომ დაეწერა.

როგორ შეიძლება იმის დადგენა, თუ რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი იმ ვარიანტში, რომელიც მას არ დაუწერია?  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  აბიტურიენტების დიდი რაოდენობის გამო (თითოეულ ვარიანტს დაახლოებით 9-10 ათასი აბიტურიენტი წერს), საკმაოდ ზუსტ წარმოდგენას ამაზე ქმნის ეგრეთ წოდებული პროცენტილების მეთოდი, რომლითაც დგინდება, თავის ვარიანტში რამდენ პროცენტს აჯობა აბიტურიენტმა, შემდეგ ხდება მოძებნა სხვა ვარიანტებში ისეთი თეორიული ქულის, რომლის მიმღები აბიტურიენტიც იმ ვარიანტში ზუსტად იმდენსავე პროცენტს აჯობებდა.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  41 200-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი აბიტურიენტთა 15%–მა ვერ გადალახა.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, შარშანაც იგივე შედეგები დაფიქსირდა. ჩაჭრილი 15%-დან  დაახლოებით 12%  ქართულენოვანი აპლიკანტები არიან. რთულ ვარიანტად  მესამე ვარიანტი  გამოცხადდა. აქედან გამომდინარე, ამ ვარიანტში გამსვლელი ქულა  21-ია, სხვა ვარიანტებში კი- 24.

სააპელაციო პროცესი ყველა გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics