08:25 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 12:50:32, 411 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გათვალისწინებით, ბელარუსთან ნებისმიერ თანამშრომლობაზე შეიძლება საუბარი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განმარტებით, ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების მე-3 პუნქტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის  სრული მხარდაჭერაა ხაზგასმული.

ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, "შეთანხმებების მე-3 პუნქტი იწყება, რომ საქართველოსა და ბელარუსს ერთიანი პოზიცია აქვს რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით, რაც ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს პოზიციასთან".

ბაქრაძის თქმით, ბელარუსი საქართელოს ტეიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. აქედან გამომდინარე, ბაქრაძის შეფასებით, ბელარუსთან ნებისმიერ თანამშრომლობაზე საუბარი შესაძლებელია.

"როგორც მე გავეცანი, საერთაშორისო დოკუმენტების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული  გაზიარებით იწყებოდა ეს პუნქტი, სადაც  ხაზგასმით იყო აღნიშნული ორივე ქვეყნის, რა თქმა უნდა, საქართველოსიც, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის  სრული მხარდაჭერა. შესაბამისად, სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით, შეიძლება საუბარი  ნებისმიერ თანამშრომლობაზე ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ბელარუსთან, რომელიც სრულად პატივს სცემს და იზიარებს საქართველოს ტერიტოიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს, მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ ორმხრივ ფორმატში გაფორმდა ათამდე ხელშეკრულება და მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაც  უკავშირდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოები ვართ ორივე,ბევრ საკითხთან დაკავშირებით მოხდა აზრების გაცვლა",-განცხადა დავით ბაქრაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics