16:34 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 13:21:34, 338 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო არჩილ ხაბაძეს შეხვდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ბათუმში შეხვედრებს მართავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბელარუსის პრეზიდენტს ბათუმის აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მინისტრები, ასევე  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და ბელარუსის რესპუბლიკაში  საქართველოს ელჩი დავით კოტარია დახვდნენ.

აეროპორტში დახვედრის შემდეგ ოფიციალური შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.

არჩილ ხაბაძემ ბელარუსის პრეზიდენტს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ   ბელარუსი აჭარიდან ციტრუსის რეალიზაციისთვის  ერთერთი მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს.  ამასთან, როგორც ხაბაძემ აღნიშნა მუშაობა საინვესტიციო მიმართულებითაც აქტიურად მიდის. მისივე თქმით, მიმდინარე წლის მაისის თვეში, ბელარუსში, ფინანსთა სამინისტროს მიერ საინვესტიციო ტური  ჩატარდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics