00:09 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 14:12:06, 380 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: ტენდერებთან დაკავშირებით მიდგომები ისე დაიხვეწება, რომ ჟურნალისტებს ამ ნაწილში საქმე გამოგელევათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ტენდერების საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მიდგომები დასახვეწია.

ამის შესახებ ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე მტკიცებით, ტენდერებთან დაკავშირებით მიდგომები ისე დაიხვეწება, რომ ჟურნალისტებს ამ ნაწილში საქმე გამოელევათ. 

"მთავარი რა არის,  ამას ვერავინ ვერ იტყვის. შეიძელბა ითქვას, რომ ტენდერები  ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ არის მიდგომები დასახვეწი და მე გარწმუნებთ, ძალიან მალე ნახავთ მაგას ჟურნალისტები იმიტომ, რომ საქმე ამ ნაწილში გამოგელევათ",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

კითხვაზე-იყო თუ არა  არასწორი მიდგომები  წინა მინისტრის მხრიდან, ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ წინამორბედზე საუბარი ძალიან ცუდი ტონია.

'"როგორც გგოონიათ, მე როცა ვთქვი, რომ განსხვავებული იყო, თუკი მინდოდა, გვარი,  სახელი,  ან თანამდებობა დამესახელებინა, ვერ გავბედე?! საერთოდ ძალიან ცუდი ტონია წინამორბედზე საუბარი, თუ კარგი ხარ, შენი საქმე კარგად აკეთე",-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე- კმაყოფლი  იყავით თუ არა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპით, ნოდარ ჯავახიშვილმა ასეთი პასუხი გასცა:

"კმაყოფილი არასოდეს არაფრით არ ვარ. ძალიან ბევრი რამე შეიცვლება იმიტომ,  რომ სრულყოფილება მიუღწევადია, ეს უნდა მიზანი იყოს",-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics