2017-08-09 18:11:57, 5955 ნახვა
სპორტი
კახა კალაძე: სწორი მოდელია, როდესაც პარკინგის მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს
„ჩემი აზრით, სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მძღოლების და ფეხით მოსიარულეების ინტერესები და სათანადოდ იქნება დაცული მათი უფლებები“, - აღნიშნული განცხადება პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახალ ვიდეომიმართვაში გააკეთა, რომელიც დღეს გავრცელდა. კახა კალაძემ ვიდეომიმართვა მთლიანად პარკირების პრობლემას და მისი მოგვარების გზებს მიუძღვნა. „თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ვინმეს ჯიბეში კი არ წავა, არამედ პირდაპირ იქნება მიმართული ქალაქის ბიუჯეტში და მთლიანად მოხმარდება პარკირების პროექტების განხორციელებას. ეს არის ის, რაც ჭირდებათ თბილისელებს. როგორც მოგეხსენებათ, წლების წინ გაფორმდა მიუღებელი და არასწორი ვალდებულებებით დატვირთული ხელშეკრულება, რამაც თბილისელებს რეალურად მოუტანა ძალიან ბევრი ჯარიმა და ნაკლები ადგილი პარკირებისთვის. თბილისის საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი, ქაოტური პარკირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. პარკინგის მართვა ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ადგილების შემოხაზვა, მონიშვნა თეთრი საღებავით და არც თუნდაც ჯარიმების გამოწერა. მე მგონია, რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ რაც უფრო ნაკლები მანქანის გასაჩერებელი ადგილი იქნება ქალაქში, მით უფრო მეტ ჯარიმას გამოწერს კერძო კომპანია. ეს, შეიძლება ითქვას, ინტერესთა კონფლიქტია. ჩვენ ვისმენთ შეუსწავლელ, პოპულიზმისკენ მიმართულ ვერსიებს - ხან ახალი კომპანიის შემოსვლაზე, ხან ბიუჯეტიდან ვიღაცის გასტუმრებაზე, რაც, მგონია, რომ კიდევ უფრო დააწვება თითოეულ თბილისელს ჯიბეზე. რეალურად ეს არის თბილისელების დისკომფორტის გადამისამართება ერთი კომპანიიდან მეორეზე და არა იმ პრობლემის რეალურად აღმოფხვრა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს. ამიტომაც, საჭიროა საკითხის მიმართ სწორი სამართლებრივი და კომპლექსური მიდგომა და სწორი გამოსავლის პოვნა. ჩემი აზრით, სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მძღოლების და ფეხით მოსიარულეების ინტერესები და სათანადოდ იქნება დაცული მათი უფლებები. თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ვინმეს ჯიბეში კი არ წავა, არამედ პირდაპირ იქნება მიმართული ქალაქის ბიუჯეტში და მთლიანად მოხმარდება პარკირების პროექტების განხორციელებას. ეს არის ის, რაც ჭირდებათ თბილისელებს“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|