18:23 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 18:03:35, 430 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ საფოსტო გზავნილით მიღებულ საქონელზე ლიმიტის გაზრდა, ბიუჯეტში შემოსავლებს შეამცირებს

საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ საფოსტო გზავნილით მიღებულ საქონელზე 300 ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდა, ბიუჯეტის შემოსავლებს შეამცირებს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული ცვლილება განიხილეს, რომელსაც „საგადასახადო კოდექსი“ ითვალისწინებს.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, ეს ცვლილება ინტერნეტ შესყიდვების სტიმულაციას მოახდენს.
„თუ გადავიყვანთ კურსს, რომელიც იყო 2012 წლის ოქტომბერში, ეს იყო 1.66, ეს არის 181 დოლარის ექვივალენტი 300 ლარისა. რაც შეეხება 500 ლარს, რომელიც ახლა არის შემოთავაზებული, დღევანდელი კურსით არის 221 დოლარი. ამითი ჩვენ ბიუჯეტს არაფერს დავაკარგვინებთ, პირიქით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების პროექტი წარადგინა, რომლის თანახმადაც ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული საქონელი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება, თუ  მისი ღირებულება 500 ლარს არ აღემატება. დღეს მოქმედი კანონით კი, საფოსტო გზავნილით მიღებულ საქონელზე 300 ლარიანი ლიმიტია.
აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა კვიჟინაძემ მხარი არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ ლიმიტის გაზრდით ბიუჯეტში შემოსულობები ათობით მილიონი ლარით შემცირდება.
„პარლამენტმა შეიძლება იმსჯელოს და შემდეგი საბიუჯეტო წლიდან იყოს განხილული ეს საკითხი“, - აღნიშნა კვიჟინაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics