21:05 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 18:12:47, 602 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს სპორტული კლუბ MIA FORCE-ის მრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის MIA FORCE-ის მრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 

შსს-ს ინფორმაციით, ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე (ETCC) ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ევროპის ჩემპიონატი 6  ეტაპად ჩატარდება. ტურნირს უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და იტალიის ავტოდრომები უმასპინძლებენ.

ჩემპიონატის ფარგლებში კლუბი MIA FORCE პარტნიორი ცნობილი გერმანული გუნდი Engstler Motorsport-ია, რომლის  ეკიპაჟი სრულ მზადყოფნაშია ქართველი სპორტსმენისთვის სათანადო მომსახურების უზრუნველსაყოფად.

2012, 2013 და 2014 წლებში დათა ქაჯაია შსს-ს სპორტული კლუბის სახელით ასპარეზობდა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ეგიდით გამართულ LEGEND SUPER CUP- ის სახელწოდებით ცნობილ ჩემპიონატზე, რომელშიც ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიპოვა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics