20:06 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 20:03:39, 608 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების ტემპით დაინტერესდა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015“–ის  მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების ტემპით დაინტერესდა.  მთავრობის მეთაურს  სპორტული ობიექტების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა ევროპის ახალგაზრდული  ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის  სხდომაზე მიაწოდეს.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ გავეცნოთ, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, რა სიტუაცია გვაქვს ობიექტებზე, ხომ არ გვაქვს სადმე ჩამორჩენა და ზოგადად როგორია შესრულების ტემპი,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყების წინ.
კომისიის წევრებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და გაეცნენ ოლიმპიური ჩირაღდნის დიზაინს.
პრემიერ–მინისტრი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიის სცენარითაც დაინტერესდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics