05:18 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 09:53:17, 830 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის პროკურატურამ ნადეჟდა სავჩენკოს ბრალი საბოლოო ფორმულირებით წაუყენა

რუსეთის პროკურატურამ უკრაინელ პილოტს ნადეჟდა სავჩენკოს ბრალი საბოლოო ფორმულირებით წაუყენა.
ფედერაციის საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სავჩენკოს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. მას ორი რუსი ჟურნალისტის  მკვლელობის ხელშეწყობასთან ერთად რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება ბრალი.
მათი ცნობით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის დანაშაულზე მისივე ჩანაწერები, ბალისტიკური ექსპერტიზა და ფოტო-ვიდეო მასალები მოწმობს.
რუსული გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის ივნისში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ კოორდინატები უკრაინელ სამხედროებს გადასცა, რასაც მათი საარტილერიო შეტევა მოჰყვა. იერიშის შედეგად ორი რუსი კორესპონდენტი დაიღუპა.
დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ სავჩენკო უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს, შემდეგ კი რუსეთში გადაიყვანეს.
ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობაში 2014 წლის ივლისიდან იმყოფება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics