10:26 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 18:36:45, 1306 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ შავ ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგო

გონიოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილის შავ ზღვაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია კატარღით გონიოს საზღვაო აკვატორიაში შევიდნენ და წვრთნების დროს დაკარგული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების სამხედრო მოსამსახურეები, I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა და კაპრალმა იაგო შარაძემ საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. 

დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მოსაძებნად გატარდა ინტენსიური ღონისძიებები, რომელშიც ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის ავიაცია. 

ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში ასევე, ჩართული იყო თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა. დაზვერვით და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა სათანადო პერსონალით, ტექნიკით, აპარატურითა და რადარებით აღჭურვილი თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაღმმძებნი ხომალდი. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, პირველივე დღიდან მონაწილეობდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები. 

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ვერ მოხერხდა კურსანტების იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ადგილსამყოფელის დადგენა.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება, იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics