06:03 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 11:53:20, 2227 ნახვა

კომენტარი
სიგუა: 400 ათასი ევრო, უცხოელ პარტნიორებთან დავალიანებაა და საქართველოში დავალიანება 100-150 ათასია

Gem Fest-ის დამფუძნებლის, გიორგი სიგუას განცხადებით, ძირითადი ვალი უცხოელებისთვის გადასარიცხ თანხას წარმოადგენს. 

მისივე თქმით, საქართველოში დავალიანება 110-150 ათასს შეადგენს, ხოლო უცხოურ ინვესტორებზე გასაცემი დავალიანება 400 ათას ევროს აღწევს. 

„თანამშრომლებთან დავალიანება სამოქალაქო საკითხია, ეს კრიმინალი არ არის. ჩვენ დავალიანება გვაქვს, ისე როგორც დავალიანება ძალიან ბევრ ვენდორს ჩვენს მიმართაც აქვთ.  "ჯემ ფესტ 2016" შარშანაც ვალებით დავამთავრეთ და წელსაც ვალებით დავამთავრეთ. აუცილებლად ყველაფერს გადავხდით. დავალიანება იმაზე ნაკლები გვაქვს, ვიდრე დავალიანება ჩვენს მიმართ აქვთ. 400 ათასი ევრო, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან დავალიანებაა და საქართველოში დავალიანება 100-150 ათასია. ეს უსაშველო ციფრები და დავალიანება არ არის, რომელსაც ჩვენ ვერ გადავიხდით. ცოტა ჩვენი თანამშრომლების დავალიანებაც გვაქვს. "ჯემ ფესტ 2017"-ში 350 ადამიანი მუშაობდა. მათგან უმრავლესობამ ანაზღაურება სრულად მიიღო. ასაღები 200-200 ლარი დარჩათ და მაგასაც რა თქმა უნდა ბოლო კაპიკამდე გადავუხდით. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დავალიანება მილიონ ლარზე მეტი აქვთ, ეს ჩვენს მიმართ სხვადასხვა კაფეების, რესტორნების და ობიექტების ვალია", - განაცხადა სიგუამ.

ამასთან, სიგუას ინფორმაციით, რამდენიმე დღეში პრესკონფერენციას გამართავს. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics