17:09 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 14:25:06, 919 ნახვა

რეგიონი
ბათუმში 58 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში" 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადასცა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინების მიღება მოსახლეობას ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად მიულოცა.

,,მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო მოსახლეობას. დაახლოებით ერთი წლის უკან საარჩევნო პერიოდი იყო, როცა ჩვენ ვიმყოფებოდით ამ ლოკაციაში, ზუსტად ამ ადგილას და ვაკვირდებოდით, თუ როგორ მიმდინარეობდა მშენებლობა. ფაქტობრივად, გასულია ერთი წელი და ახლა უკვე სულ სხვა მისიით ვართ აქ. გვავს საშუალება, რომ 58 ეკომიგრანტ ოჯახს გადავცეთ ბინები. გრძელდება მუშაობა. სოციალური პროექტები, რომლებიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ახლახანს მოსახლეობას ბინები კაპრეშუმში გადავეცით. მინდა გავიხსენო ვაშლოვანის პროექტიც. უშუალოდ ამ პროექტში 3 მილიონ ლარამდეა დახარჯული და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ჩვენი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ",- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ცნობისთვის, თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალური სახლი" 10 სართულიანია.

შენობაში სულ 58 ბინა განთავსდა. შენობაში  წყლისა, გათბობისა და ელექტროსისტემები მოეწყო.  მშენებლობის პროცესში ჯამში 400 ადამიანი დასაქმდა.

 მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარით დაფინანსდა. „სოციალური სახლის" მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდა.

ეკომიგრანტ ოჯახებზე ბინები შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით იქნა გადაცემული.

ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და დეპუტატები ესწრებოდნენ.

2013 წლიდან დღემდე აჭარაში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული  447 ოჯახი, აჭარის მთავრობის პროგრამით, 2016 წლიდან დღემდე სულ 150 ეკომიგრანტ ოჯახს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე 2013 წლიდან  სულ 11 სოციალური სახლის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდა.

(NS) 








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics