18:20 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 18:06:31, 2193 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. 

როგორც საგარეო საქმეთა სმაინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"შეძრწუნებული ვართ დატრიალებული ტრაგედიით და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ესპანელ ხალხს და ქვეყნის ხელისუფლებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სასტიკ დანაშაულს წარმოადგენს და მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს", - ნათქვამია განცხადებაში. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე - კანონის მეორე მოსმენაზე საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics