13:28 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-26 10:50:06, 363 ნახვა

შსს-ს საპატრულო პოლიცია ბავშვთა სახლ „ჩემი სახლი“-ს აღსაზრდელების განათლების პროექტში ჩაერთნენ

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, პატრულ-ინსპექტორებთან ერთად, ბავშვთა სახლ „ჩემი სახლი“-ს აღსაზრდელებს ეწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით. სტუმრები ბავშვთა სახლში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მოზარდებს და მათ აღმზრდელებს შეხვდნენ, არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს „ჩემი სახლი“-ს ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ საგანმანათლებლო პროექტი „ცოდნა მომავლისთვის“ გააცნო, რომლის განხორციელება იგეგმება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტი განსაზღვრულია 8-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეთათვის. პროექტის - „ცოდნა მომავლისთვის“ სოციალურად დაუცველი ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. „ჩემი სახლის“-ს აღსაზრდელები შეისწავლიან: ალგებრას, გეომეტრიას, უნარ-ჩვევებს, ინგლისურ ენას (ჯგუფური და სააბიტურიენტო პროგრამით), თექის ხელოვნებას, ჭრა-კერვას, კონსტრუირებას, მუსიკას, რაც მოზარდებს ინტელექტუალური, შემეცნებითი და შემოქმედებითი ბაზის გაღრმავების საშუალებას მისცემს.

სამართალდამცველებმა აღნიშნულ პროექტში სხვადასხვა აქტივობით მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების ინიციატივით, „ჩემი სახლი“-ს 20 აღსაზრდელის სწავლისთვის საჭირო თანხებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბავშვთა სახლთან არსებულ ფონდში გადარიცხავენ.

შეხვედრის დასარულს აღსაზრდელებმა სტუმრებს კონცერტი მოუწყეს და საკუთარი ხელით შექმნილი თექის ნამუშევრები წარუდგინეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს ეროვნული სააგენტო - 30-31 მარტს და 1 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის" სამიტზე შესაძლებელი მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება
სააგენტო - იური ნოზაძემ აშშ-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics