13:49 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 10:43:38, 566 ნახვა

პოლიტიკა Lifestyle
გიგაური: ივანიშვილი არასამთავრობოებს წინა მთავრობასთან გარიგებას აბრალებდა, თვითონ კი, ბოლო ორი მთავრობის მთავარი დამფინანსებელი იყო

„ივანიშვილი არასამთავრობოებს წინა მთავრობასთან გარიგებას აბრალებდა, თვითონ კი  ბოლო ორი  მთავრობის მთავარი  დამფინანსებელი იყო“, - ასე  გამოეხმაურა „ საერთაშორისო  გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „სახიფათოა არაონიანის,  უტიაშვილის, ფირცხალავას ორგანიზაციები, არამედ გიგაური, კოჟორიძესი“.

გიგაურის თქმით,  კომიკურია, რომ ყოფილი პრემიერი საკუთარი ტელევიზიიდან  და გადაცემიდან აკრიტიკებს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„დავიწყოთ იქიდან, რომ საერთო ჯამში გადაცემის მთავარი არსი ვერ გავიგე. რაც გავიგე, არის ის, რომ: 1. კრიტიკას ვერ იტანს, ჩვენი ანგარიშები არ წაუკითხავს და არც ანალიზს გაცნობია ზედმიწევნით.

 2. კამპანია “ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ” არამართებულად და უადგილოდ მიაჩნია, კიდევ კარგი არ იცოდა, რომ საკონსტიტუციოში უკვე ჩაინიშნა ჩვენი სარჩელის განხილვა, სადაც მისთვის მისაღებ ანუ შსს მიერ ჩვენს საუბრებზე პირდაპირი წვდომის ნორმას ვასაჩივრებთ, თორემ არც სასამართლოსთვის დირექტივის მიცემას მოერიდებოდა

 3. მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საზოგადოება სახეზე ცნობდეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ციხეში აწამეს და გააუპატიურეს (ალბათ ასე წარმოუდგენია მას ამ ხალხის რეაბილიტაცია), ხოლო მე და კახა კოჟორიძე თუ ამას ვეწინააღმდეგებოდით და ეფექტურ გამოძიებას ვითხოვდით, “ნაცები” ვყოფილვართ (იმედია გაარკვევს, რომ წამების ყველა ფაქტი ჯერ არ არის გამოძიებული და არც ყველა მოძალადე დასჯილა.. კარგი იქნება თუ პროკურატურასაც ასე გულანთებული გააკრიტიკებს). ისე, არც შსს-ში შექმნილი ვიდეო არქივის საქმე გამოძიებულა, ესეც ჩემი ბრალია ალბათ..

4. და ბოლოს, ცხადია ხაინდრავას და ადამაშვილის მესიჯ ბოქსზე ზის, უფრო სწორედ ესენი ასრულებენ მის დავალებას (იმედია იცის, რომ მათ უკვე ვუჩივლე სასამართლოში)… ანალიზი ყველამ თვითონ გააკეთოს. ისე, შსს თუ გამჭვირვალე და აპოლიტიკურია, ორი თვეა ვითხოვ იმ დოკუმენტებს, რაც საფუძვლად დაედო ჩემთვის 8 წლის წინანდელ სამსახურში უმცროსი წოდების მინიჭებას, მაგრამ არ მაძლევენ, აქაც რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, თორემ შსს ხომ მომაწვდიდა, რა აქვს დასამალი მგონია, რომ სიტუაცია საერთო ჯამში კომიკური იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საკუთარი ტელევიზიის საკუთარი გადაცემიდან,

 თავისი ექსპერტების მეშვეობით აკრიტიკებდა მედიას და არასამთავრობოებს და მათ წინა მთავრობასთან გარიგებას აბრალებდა, მაშინ როდესაც თვითონ ბოლო ორი მთავრობის მთავარი დამფინანსებელი იყო. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ყველაზე სწორი აზრი ალბათ ის იყო, რომ პოლიტიკური თანამდებობებზე მუშაობის შემდეგ მიზანშეწონილი არ არის პირის მიერ მაშინვე არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა, რომელიც მთავრობის მონიტორინგს ახორციელებს. ეს ერთადერთი სწორი ანალიზი იყო…. მე ვეთანხმები! თქვენ? პ.ს. საქართველოში ამჟამად არ ვიმყოფები და ბოდიში, რომ ზარებს ვერ ვპასუხობ. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის“, - წერს ეკა გიგაური Facebook-ის საკუთარ გვერდზე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენის აპარატი, ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს
პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან
პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს ვეტო დაადო
პაპუაშვილი - ამ აქციებმა და აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics