16:46 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 13:41:20, 443 ნახვა

სამართალი
იზორია: ეს არის ყველაზე მიუკერძოებელი დანაშაულის სტატისტიკა, რაშიც იზორიას ჩარევის შესაძლებლობა გამორიცხულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ყველა საგამოძიებო ორგანის მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებს სტატისტიკური აღრიცხვის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, ახალი ხელისუფლების პირობებში დანაშაულის სტატისტიკური აღრიცხვა ელექტრონულად ხდება და არა ხელით, ბარათების შევსებით, როგორც ეს 2012 წლამდე იყო.

მისივე განმარტებით, დანაშაულის სტატისტიკური აღრიცხვის ახალი მეთოდი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ რეკომენდირებულია და ამ მეთოდით სტატისტიკური მონაცემების გაყალბების შესაძლებლობა გამორიცხულია.

"დღეს უკვე შსს-მ გამოაქვეყნა ყველა საგამოძიებო ორგანოს მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა. მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით სტატისტიკური აღრიცხვა დანაშაულის. კერძოდ, ელექტრონული საქმის წარმოებით.მანამდე ეს ყველაფერი ხდებოდა ბარათების შევსებით. სააღრიცხვო ბარათებზეა საუბარი, ანუ ხელით. შესაბამისად, მანიპულაციის, გაყალბების, სუბიექტურობის დიდი ალბათობა არსებობდა, როდესაც ძველი მეთოდით ხდებოდა სტატისტიკის განსაზღვრა.რაც შეეხება ახალ მეთოდს, რომელიც იყო რეკომენდირებული ჩვენი პარტნიორების მიერ, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის მიერ, რომ ამ მეთოდეზე გადავსულიყავით, სწორედ ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, რაც ითვალისწინებს შემდეგს: როგორც კი დაიწყება გამოძიება, იწყება ელექტრონულად ამ დანაშაულის დარეგისტრირება, შესაბამისდ, ეს ელექტრონული პროგრამა იძლევა იმის საფუძველს, რომ ყველაფერი დარეგისტრიდეს, შემდეგ იძლევა იმის საფუძველს, რომ ასევე განისაზღვროს რაოდენობა გახსნილი დანაშაულებებისა, სხვადასხვა დანაშაულთან მიმართებაში რა შედეგი დადგა.ყველა საგამოძიებო ორგანოს მიერ ხდება უკვე ამ სტატისტიკის ერთიან სტატისტიკაში მოქცევა. შსს-თან ერთად ასეთი კიდევ 6-ია. იგულისხმება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მთავარი პროკურატურა, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და ა.შ. ყველა სამინისტროში არსებული საგამოძიებო დანაყოფი, მათ შორის შსს-ს ფარგლებშიც, იწყებს ელექტრონულად აღრიცხვას ამ გამოძიებისა",-განაცხადა ლევან იზორიამ.

ამასთან, იზორიას ინფორმაციით, ახალი ხელისუფლების პირობებში უფრო მეტი დანაშაულებრივი საქმის აღრიცხვა ხდება, ვიდრე 2012 წლადმე.

მაგალითად, მისივე განმარტებით, კონკრეტული საქმის გამოძიების რაიმე დასაშვები მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, საქმე სტატისტიკაში მაინც აღირიცხება, რაც ადრე არ ხდებოდა.

"მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ, თუ მაგალითად, შეწყდა სისხლის სამართლის გამოძიება, მაგრამ შეწყვეტის საუფუძველი არის ვთქვათ, განრიდება, ან მედიაცია მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ შეწყდა საქმე, მაინც აღირიცხება ამ სტატისტიკაში. უფრო მეტის აღრიცხვა ხდება ახლა, ვიდრე 2012 წლამდე. ხშირად ისმის ხოლმე, უცნაური და ჩემთვის ღიმილისმომგვრელი კრიტიკა, რომ აი იზორიას სტატისტიკა, აქ არავითარი მიკერძოება, სუბიექტივიზმი არ არის, შეუძლებელია. ეს არის საქართველოს სტატისტიკა. ეს არის ყველაზე მიუკერძოებელი და ობიექტური სტატისტიკა, რომელიც ჩვენი უცხოელი კოლეგების მიერაა აპრობირებული და შემოთავაზებული. შესაბამისად, აქ იზორიას, თუ გიორგობიანის ჩარევის შესაძლებლობა გამორიცხულია",-განაცხადა ლევან იზორიამ და აქვე დასძინა, რომ დანაშაულის სტატისტიკას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან:

" ჩვენ ამ სტატუსტიკას პერიოდულად მოგაწვდით, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ყოველთვე გამოქვეყნდება სტატისტიკა, რომელიც ყველა საგამოძიებო ორგანოების მიერ მოპოვებულ მონაცემებზე იქნება დაყრდნობილი, ისე დაჯამებული 2თვე, სამი თვე, ანუ კვარტალურიც იქნება და წლის ბოლოსაც ვაპირებთ მთლიანი საანგარიშო წლის 2014 წლის, 2015 წელთან შედარებას. ჩვენის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ანალიტიკური დეპარტამენტის აქტიურობით, იქნება გამოქვეყნებული ცალკეული პრეზენტაციებიც ჩვენს ვებგვერდზე. ეს პრეზენტაციები კი იქნება უფრო კონკრეტული.მაგალითად, ოჯახში ძალადობის თემა ძალიან პრობლემური თემა იყო და ალბათ კვლავ დარჩება.ეს არის გლობალური პრობლემა.გადავწყვიტეთ, ამ თემაზე მოხდეს უფრო ჩაშლილი სტატისტიკის და ინფორმაციის მიწოდება.ასე იქნება სხვა უფრო მტკივნეულ თემებზეც",-აღნიშნა ლევან იზორიამ.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2015 წლის იანვარ-მარტის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 8970 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 4697 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 52.36%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15.24%. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მონაცემებს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით. კერძოდ, უწყების ცნობით, „2015 წლის იანვარ-მარტის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 6218 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 4072 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65.49%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17.65%.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics