02:33 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 14:17:55, 482 ნახვა

საზოგადოება
MIA FORCE ძარიანი ავტომობილებით ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი სპორტული კლუბის MIA FORCE-ის პრეზიდენტსა და მრბოლელ დათა ქაჯაის შეხვდნენ. 

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის ჩემპიონატზე  ქართველი სპორტსმენის  მონაწილეობის დეტალები განიხილეს. 

მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის მრბოლელი ძარიანი ავტომობილებით ევროპის ჩემპიონატში (ETCC)  მონაწილეობას მიიღებს, რაც ქართული ავტოსპორტის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. დათა ქაჯაია  პროფესიონალურ TC2T კლასში იასპარეზებს.

ჩემპიონატის ფარგლებში კლუბის MIA FORCE-ის პარტნიორი ცნობილი გერმანული გუნდი Engstler Motorsport-ია, რომელის ავტომობილის პილოტი დათა ქაჯაია იქნება.  ქართველი სპორტსმენისთვის სათანადო მომსახურების უზრუნველსაყოფად გერმანული გუნდის  ეკიპაჟი სრულ მზადყოფნაშია.

ჩემპიონატი  6  ეტაპად გაიმართება. ტურნირს  უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და იტალიის ავტოდრომები უმასპინძლებენ. ჩეპიონატის პირველი ეტაპი  2-3 მაისს ჩატარდება და  „ევროსპორტის“ რამდენიმე არხი პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics