13:48 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 14:26:36, 531 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტი, შესაძლოა, ბალტიისპირეთ-სკანდინავიის ქვეყნების საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში ჩაერთოს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი შესაძლოა, ბალტიისპირეთ-სკანდინავიის ქვეყნების საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში ჩაერთოს. 

ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთა ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მან ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ლატვიის ელჩთან ელიტა გაველთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„ტალინში ყოფნისას მქონდა შესაძლებლობა ბალტიისპირელ კოლეგებს გავსაუბრებოდი. შესაძლებლობა გამოჩნდა იმისა, ბალტიისპირეთი-სკანდინავიის საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში ჩავერთოთ. ეს არის ფორმატი როგორიც ვიშეგრადის ქვეყნებს აქვს. ამ სახელმწიფოებმა სულ ახლახანს გაიარეს გზა, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივათ და არ უნდა აღმოვჩნეთ მდგომარეობაში, რომ ველოსიპედის გამოგონება დავიწყოთ“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

დეპუტატმა დღესვე, საქსართველოში ევროკავშირის ელჩს იონაშ ჰერმანსაც შეხვდა. ხიდაშელის ტქმით, შეხვედრაზე მხარეეებმა რიგის სამიტზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ, რა შეიძლება იყოს ის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც უშუალოდ ევროკავშირის მისიასთან საქართველოში ვითანამშრომლებთ, რათა მაქსიმალური წარმატება მივიღოთ”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics