12:52 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 15:51:27, 606 ნახვა

ეკონომიკა
რომან გოცირიძე: ბიუჯეტი ლარის გაუფასურების ხარჯზე სრულდება

„ბიუჯეტი ლარის გაუფასურების ხარჯზე სრულდება“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ეროვნული ვალუტის დევალვაციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსის რყევის გამო ბიუჯეტში დამატებითი თანხები შედის.

ამასთან, გოცირიძის შეფასებით, ფინანსთა მინისტრის განცხადება ლარის კურსის ცვლილებაზე ბიუჯეტის ზეგავლენის არარსებობასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის დადანაშაულებას ნიშნავს. 

„ბიუჯეტი აუცილებლად უნდა შემცირდეს. ბიუჯეტის შესრულება სწორედ ლარის გაუფასურების გამო ხდება, როდესაც დამატებითი შემოსავალი შედის. პირველ რიგში, დღგ-ს გეგმა სრულდება, როგორც იმპორტიდან შემოსული თანხა, ასევე მომატებული ფასები. ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით იმდენია, რაც წინა წლებში იყო. თუმცა, გაცილებით უარყოფითად მოქმედებს ფინანსურ სტაბილურობაზე, რადგან ახლა ცუდი საგარეო ფონი და გაუარესებული მაკროეკონომიკური ვითარებაა“, -განაცხადა გოცირიძემ.

მისი განცხადებით, მთავრობის ქმედებები ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით კომპლექსური უნდა იყოს.

„მთავრობის პოზიცია ერთი წამლის პრინციპია. რომელიღაც საგასადახადო განაკვეთის აწევა ან დაწევა, მაგალითად რეინვესტირების მოგება, ხან პრივატიზაცია, ხან ექსპორტის ხელშეწყობაზეა საუბარი. ვერ მიხვდნენ, რომ ერთი წამალი არ არსებობს. ნოემბრიდან მოყოლებული მთავრობა ამბობს, რომ ლარის გაუფასურება დროებითი მოვლენაა და რამდენი ასეთი განცხადებაც კეთდება, იმდენით უფასურდება ლარი. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ფულის მასა არ იზრდება და ეს აბსოლუტურად სწორია. პირველად მრავალი წლის განმავლობაში ე.წ სარეზერვო ფული, რომელსაც ეროვნული ბანკი მართავს, არათუ იზრდება, არამედ მინუსში წავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს ინფლაციისა და დევალვაციის თავიდან ასაცილებლად. როდესაც მთავრობა ამბობს, რომ ბიუჯეტი არაფერ შუაშია, ეს ირიბად ეროვნული ბანკისკენ ხელის გაშვერას ნიშნავს“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისივე თქით, ამ ეტაპზე გარე ფაქტორები არსებობს, რომლებმაც ლარის დასტაბილურებას ხელი უნდა შეუწყოს.

„პრობლემა იმაშია, რომ მთავრობამ ვერ გააკეთა სწორი დიაგნოზი. ის პოლიტიკური ინტერპრეტაცია, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორების ბრალია, არ აღმოჩნდა სწორი. მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში ვალუტა დასტაბილურდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსული რუბლი 20 პროცენტით გამყარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ექსპორტს ხელი შეეწყობა. ლარის დევალვაცია რაღაც ეტაპზე იმპორტის შემცირებას აუცილებლად გამოიწვევს. ამ გარე ფაქტორსაც დადებითი როლი უნდა ეთამაშა ლარის დასტაბილურებაში. თუმცა ამან კურსის გაუფასურების პროცესზე გავლენა ვერ მოახდინა, რადგან შიდა პრობლემებია ეკონომიკაში“, - განაცხადა გოცირიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში გაუმჭვირვალეა
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics