17:32 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 18:00:44, 568 ნახვა

სამართალი
გიგა ბუკიას შეფასებით, ხმაურზე ჯარიმის დაწესება საკურორტო ბიზნესს საფრთხეს შეუქმნის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგა ბუკიას შეფასებით, ხმაურზე ჯარიმის დაწესება საკურორტო ბიზნესს საფრთხეს შეუქმნის. 

ამის შესახებ ბუკიამ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან კანონპროექტის ავტორს ჯარიმის რაოდენობის შემცირება და წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის შემოღება შესთავაზა.

„კანონპროექტი თუ ამ ფორმით იქნება მიღებული საკურორტო ზონაში სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ტურისტი, რომ უკრაინიდან არის ჩამოსული და ეტყვი ღამის თერთმეტი საათია და წადი დაიძინეო... ვინმეს თუ ბავშვის დაბადების დღე აქვს და 0.1 დეციბელით მეტი ხმაურის გამო ვიღაც პატრულს გამოიძახებს, ამით კონფლიქტურ სიტუაციას შევქმნით. დინამო სტადიონს სად გადავიტანთ, ასობით ადამიანს ხმაურის გამო ხომ არ დავაჯარიმებთ?! ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჯარიმების შემცირება იყო. აქ კი ხმაურზე პირდაპირი ჯარიმაა, ყოველგვარი გაფრთხილების, წინასწარი შეტყობინების გარეშე. გაფრთხილების მექანიზმსაც შემოვიტანდი და ჯარიმის სოლიდურ რაოდენობას ჩამოვწევდი“, - აღნიშნა ბუკიამ.

ბუკიას მოსაზრებას, რომ ხმაური ბიზნესს საფრთხეს შეუქმნის, ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც დაეთანხმა და განაცხადა, რომ ზედმეტი რეგულაციები, მაგალითად საკურორტო ზონებში უმუშევრობას და მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, პროექტის ავტორმა ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც, დილის საათებში ხმაურის გადამეტებაზე ჯარიმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში 150 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება, ღამის საათებში კი, 300 ლარის ნაცვლად 100 ლარი.

ცნობისთვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც ხმაურთან დაკავშირებით შესაძლოა ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდეს. კანონპროექტის თანახმად, დღის საათებში, 07:00-დან 23:00 საათამდე, თუ ხმაურის დონე 40 დბ-ს აღემატება, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი და დაწესებულება კი, 500 ლარით. ღამის საათებში, 23:00 დან 07:00 საათამდე, თუ ხმაურის დონე 30დბ-ს აღემატება, ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი და დაწესებულება ათასი ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმები გაორმაგდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია, ავტორი კი, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
მედია - რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics