08:29 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 09:34:05, 401 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-შვეიცარიას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

ბერნში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო შვეიცარიის კონფედერაციის დელეგაციას - საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჟორჟ მარტენი.

უწყების ცნობით, პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავდა როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას.

 გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე განვითარების სფეროში წარმატებული თანამშრომლობისთვის. ყურადღება დაეთმო ცალკეულ სფეროებში (რეგიონთაშორისი კონტაქტები, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ბიზნესი, გარემოს დაცვა, განათლება და სხვა) თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ამას გარდა, შვეიცარიული მხარე დაინტერესდა საქართველოს როლით და პოტენციალით არსებულ და დაგეგმილ რეგიონულ ენერგო და სატრანსპორტო პროექტებში.

 მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პოზიციები და ხედვები რეგიონში შექმნილი ვითარებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობას. განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო) ფარგლებში საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის თანამშრომლობის ასპექტები.  

 ბერნში ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა შვეიცარიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სენატორ ფილიპო ლომბარდისთან და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოლიტიკურ დირექტორთან, ელჩ არტურ მათლისთან.  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics