18:48 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 11:03:30, 404 ნახვა

პოლიტიკა
ელგუჯა ხოკრიშვილმა გადადგომის მიზეზები განმარტა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობის დატოვების მიზეზებს განმარტავს.

როგორც ხოკრიშვილის  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან ეს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ წასვლის გამო მიიღო, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.

„მოგახსენებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა.

ჩემი საქართველოში მუშაობის პერიოდში მთავრობის გუნდთან ერთად შევძელით სახელმწიფო პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების შეტანა. რეფორმების კუთხით პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგმულია. სასურველი შედეგების მიღწევას კვლავაც დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება, პროცესი კი უკვე შეუქცევადია.

ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც, ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემ შვილთან ერთად.

ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა.

მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჩემი ყოფნისას მოხდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს ჰყავს ძლიერი გუნდი, რომელიც შეძლებს გააგრძელოს სწორი პოლიტიკა, სიახლეების ინტეგრაცია და გაუმკლავდეს გამოწვევებს, რაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მუდმივი თანმხლები პროცესია“, – ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics