09:04 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 11:22:36, 381 ნახვა

სამართალი
სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს განიხილავს

იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება.

სხდომას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიების მონაწილეები მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს განიხილავენ.

„დღეს საქართველოს არცერთ სამართლებრიც აქტში არ არის გაწერილი, საჭიროების შემთხვევაში, თუ ვინ შეიძლება აღძრას საქმე საქართველოს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში არ  არსებობს ადამიანი, ვინც იქნებოდა განმსაზღვრელი, რომ დააკავოს ასეთი  თანამდებობის პირი თუკი საერთოდ შესაძლებლად იქნებოდა კანონის მიერ მიჩნეული. არ არსებობს არანაირი პროცედურა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა მიიჩნიოს,  რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ან სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ესეც კმარა იმისათვის, რომ ჩვენ დაგვეწყო ის მუშაობა, რაც დავიწყეთ. ვფიქრობ, რომ დღეს და ახლა ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები არსებული კონსტიტუციის ფარგლებში იმისათვის, რომ თუნდაც ეს წესი გაუმჯობედეს, თუნდაც იმისათვის, რომ მთავარი პროკურორი ახალი წესის მიხედვით ავირჩიოთ და ამ არჩევანში ჩართული იყოს პარლამენტი, ჩვენი საზოგადოება იქნება ეს არასამთავრო სექტორი თუ აკადემიური წრეები. 8 აპრილის სხდომის შემდეგ, რომელიც ჩემმა მოადგილემ წაიყვანა, მიუხედავად იმ დღეს გამართული მწვავე დებატებისა, ჩვენ შეხსენება დაგვჭირდა, იმისათვის, რომ თუნდაც მოგვიანებით ყოფილიყო წარმოდგენილი მოსაზრებები იმ მოდელთან დაკავშირებით, რაც პირველ სამუშაო ვერსიად იქნა წარმოდგენილი. მხოლოდ შეხსენების შემდეგ საბჭოს რამდენიმე წევრმა და მოწვეულმა წევრმა წარმოადგინა თავისი მოსაზრებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის მიერ შეთავაზებული სიახლე საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მოითხოვს და პროკურატურის რეფორმირებას წელსვე ითვალისწინებს. პროკურატურის საერთო ხელმძღვანლობას იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს მეშვეობით განახორციელებს. მთავარი პოროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება კი საპროკურორო საბჭოზე მთავრობასა და პარლამენტზე გადანაწილდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics