17:07 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 12:17:20, 358 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ელგუჯა ხოკრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო აღმოჩენა იყო

ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ელგუჯა ხოკრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, საუკეთესო აღმოჩენა იყო, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ელგუჯა ხოკრშივილის მიერ გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას.

თინა ხიდაშელმა ხოკრშვილის გადადგომის შესახებ მედიისგან შეიტყო.

მისი თქმით, გუშინდელი პოლიტსაბჭოს სხდომა გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომასთან კავშირში არ არის.

„გუშინდელი პოლიტსაბჭოს სხდომა გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომასთან კავშირში არ არის. გუშინდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბევრ საკითხზე იყო საუბარი, მაგრამ ამაზე არა. ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. ვწუხვარ ძალიან. გუჯა იყო ერთ-ერთი საუკეთესო, ყველაზე წარმატებული აღმოჩენა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის. ის მანამდე არასოდეს ყოფილა პოლიტიკით დაკავებული. მას ოჯახი ნამდვილად არ ყავს საქართველოში. მან თავის დროზე თანხმობა თქვა, რომ ჩამოსულიყო და ამ სამსახურში ყოფილიყო. როგორც ჩანს ის ვადა ამოწურა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ იცის ვინ შეიძლება შეცვალოს ელგუჯა ხოკრიშვილი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ–მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. როგორც ხოკრიშვილის  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან ეს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ წასვლის გამო მიიღო, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics