16:52 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 13:27:29, 363 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: ელგუჯა ხოკრიშვილის სახით, მთავრობას პატიოსანი, მშრომელი მინისტრი გამოგვაკლდა

ელგუჯა ხოკრიშვილის სახით, მთავრობას ძალიან წესიერი, პატიოსანი, მშრომელი მინისტრი გამოგვაკლდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გარემოს დაცვის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ თანამდეობის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„მე ვიტყოდი, რომ ელგუჯას სახით მთავრობას გამოგვაკლდა ძალიან წესიერი, პატიოსანი, მშრომელი მინისტრი, მაგრამ მას მინდა ვუსურვო ბედნიერება, წარმატება და უფრო პირად ფრონტზე, მან თქვა, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია და ამ კუთხით მიიღო დღეს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება მთავრობისთვის შესაძლო ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხს, წულუკიანის თქმით, თუ ეს საკითხი დადგა, იგი არ ფიქრობს, რომ რაიმე სანერვიულო იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მთავრობა პროფესიონალებით ვერ დაკომპლექტდება.

ცნობისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ–მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. როგორც ხოკრიშვილის  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან ეს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ წასვლის გამო მიიღო, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics